კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!
- 25 ივნისი, 2026
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ (ელექტრონულად), ასევე სკოლაში მისვლით (ადგილზე).
რეგისტრაციის ვადები:
• ონლაინ რეგისტრაცია: 26 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით;
• ადგილზე რეგისტრაცია: 26 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით.
მისაღები გამოცდა:
• გამოცდის თარიღი: 18 ივლისი;
• გამოცდის ჩატარების ადგილი გამოცხადდება არაუგვიანეს 13 ივლისისა;
• საკონკურსო ადგილების რაოდენობა და პირობები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 13 ივლისისა.
აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტის სტრუქტურა: ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან:
• 19 ამოცანა – თითოეული 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით;
• 6 ამოცანა – თითოეული 6 სავარაუდო პასუხით, რომელთა სწორი პასუხები ფასდება შესაბამისად: 2,1; 2,2; 2,3; 2,4; 2,5 და 2,6 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
ტესტირების ხანგრძლივობა: 2 საათი და 30 წუთი.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ ისე ადგილზე, სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის კომაროვის შაბათის სკოლის მოსწავლეებისთვის.
ადგილზე რეგისტრაციისას მშობელმა უნდა წარმოადგინოს: ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
• მოსწავლის ID ბარათი, ან პასპორტი ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (დაბადების მოწმობა არ გამოგადგებათ)
ონლაინ რეგისტრაციისას შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი. ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://tinyurl.com/ydas7u6w
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის: რეგისტრაციის დრო: 11:00 – 17:00 საათი (შაბათ-კვირის გარდა). მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, სკოლა „კომაროვი“, ადმინისტრაციის კორპუსი.
გაითვალისწინეთ: კომაროვის სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში, საჭირო იქნება სკოლიდან დახასიათების წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ მოსწავლეს არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომები.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოსწავლეს, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლია მე-6 კლასი და დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 593 33 21 03 ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: gamocdebi@komarovi.edu.ge
სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტების სანახავად გადადით ბმულზე:https://tinyurl.com/mr3664mt
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
